"ახლა შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ პარლამენტში მუდმივად საბოტაჟის რეჟიმი ჩამოაყალიბონ"
"ახლა შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ პარლამენტში მუდმივად საბოტაჟის რეჟიმი ჩამოაყალიბონ"

A+ A-

15:16 15/05/2021

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შესაძლოა, შევიდეს და საკანონმდებლო ორგანოში საბოტაჟის რეჟიმის შექმნას შეეცადოს.

"ნაციონალური მოძრაობა" არის "ნაციონალური მოძრაობა". ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, მცირე თუ საშუალო, აქვს გარკვეული სტრატეგია. თუ ამ სტრატეგიას შეცვლიან, მნიშვნელოვანწილად უნდა შევცალონ და დესტრუქციიდან საქმეზე გადავიდნენ. პარლამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული. ქუჩიდან ვერ მოახერხეს დესტრუქცია და ახლა შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ შიგნით, პარლამენტში მუდმივად საბოტაჟის რეჟიმი, რაშიც კარგად არიან გაწაფულები, ჩამოაყალიბონ", - აცხადებს ვოლსკი.