"ამ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" შესვლა იქნება მართლაც სრულად ლიგიტიმაცია"
"ამ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" შესვლა იქნება მართლაც სრულად ლიგიტიმაცია"

A+ A-

14:36 15/05/2021

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს, ხელისუფლების ცვლილებისთვის იყო და არა პარლამენტის წევრობისთვის.

"ამ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" შესვლა იქნება მართლაც სრულად ლიგიტიმაცია, მიუხედავად იმ ტვირთისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს მოსახლეობასთანაც და საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა ყველას უნდა ესმოდეს, რომ ხმა, რომელიც მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამაც", ჩვენც და ყველამ, ვინც მოიპოვა საპარლამენტო მანდატი, ეს ხმები იყო იმისთვის, რომ შეცვლილიყო ხელისუფლება და არა იმისთვის, რომ ჩვენ ვყოფილიყავით პარლამენტის წევრები. ამიტომ, "ნაციონალურ მოძრაობას", მე ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ აქვს დისკუსია და ეს სწორი პროცესია", - აცხადებს გიგი წერეთელი.