"ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში ყოფნა სჭირდება ქვეყანას, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ეს"
"ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში ყოფნა სჭირდება ქვეყანას, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ეს"

A+ A-

14:28 15/05/2021

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებაზე ზეწოლა საკანონმდებლო ორგანოდან უნდა განხორციელდეს, ამიტომ პარტია პარლამენტში სწრაფად უნდა შევიდეს, შემდეგ კი ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადოს.

"მიდის არგუმენტების შეჯერება, მაგრამ ეს არ უნდა გაიწელოს დიდხანს. დღეს შექმნილ ვითარებაში "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში ყოფნა სჭირდება ქვეყანას. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ეს, ვინაიდან ადგილობრივი არჩევნები უკვე მოგვადგა და უნდა მოვემზადოთ ჩვენ, ისევე როგორც მთელი ოპოზიცია, გამარჯვებისთვის. რათა შემდეგ მიღწეული იქნას ის მიზანი, რაც იყო დასახული და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში. საჭიროა ოპოზიციის ერთიანობა"-აცხადებს რომან გოცირიძე.