"ნებისმიერ შემთხვევაში დავემორჩილები იმ გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებს უმრავლესობა"
"ნებისმიერ შემთხვევაში დავემორჩილები იმ გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებს უმრავლესობა"

A+ A-

13:45 15/05/2021

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ შევლენ თუ არა პარლამენტში, ამას უმრავლესობა გადაწყვეტს, რასაც თავადაც დაემორჩილება.

"პარლამენტში შესვლა-არშესვლა - ეს საკითხი ნამდვილად იყო ზეპრინციპული მანამ, სანამ ჩვენმა კოლეგებმა მოცემული რეალობა არ დაგვიყენეს. ანუ, ჩვენ რომ გვინდოდა ერთპარტიული პარლამენტი და ამით ზეწოლის მექნიზმი ხელისუფლებაზე, წაგვართვეს და ახლა მრავალპარტიული გახადეს. მეტიც, კონსტიტუციური ცვლილებაც შეუძლიათ, ამასთან, თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე მეტი დაგვეკიდა და გვიწევს ამ უთანასწორო ბრძოლაში შესვლა. ამიტომ ეს საკითხი, ახლა უკვე აღარ გამოიყურება პრინციპულად, არის ტექნიკის საგანი, თვითმმართელობის არჩევნებში პირობითად რესურსებით შევალთ, თუ ურესურსოდ, ამიტომ, პირდაპირ ვამბობ, რომ ნებისმიერი გამოკითხვა იქნება, თუ დისკუსია, მომხრე ვარ. ნებისმიერ შემთხვევაში დავემორჩილები იმ გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებს უმრავლესობა", - აცხადებს ხაბეიშვილი.

საკითხთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები გრძელდება.