"ყველას გელოდებით ალექსანდრეს ბაღში, ცოტა ვშიშობ, რომ შეიძლება ვერ დავეტიოთ"
"ყველას გელოდებით ალექსანდრეს ბაღში, ცოტა ვშიშობ, რომ შეიძლება ვერ დავეტიოთ"

A+ A-

13:06 15/05/2021

ლევან ვასაძე საზოგადოებას 16 მაისს 9 აპრილის ბაღში ეპატიჟება. როგორც ბიზნესმენი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ძალიან ბევრ ადამიანს ელოდება და შესაძლოა, ბაღში ვერც დაეტიონ.

"დროებით შევწყვიტეთ ჩვენი რეგიონალური მოგზაურობა. ვიყავით მესტიაში, ზუგდიდში, სენაკში, ოზურგეთში, გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვდრები საოცარ ხალხთან, ჩვენი ქვეყნის პატრიოტებთან და ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ, როგორც კი 16 მაისის აქციას ჩავატარებთ ამ კვირა დღეს. როგორც იცით, ყველას გელოდებით, ალექსანდრეს ბაღში, ქაშვეთის ეკლესიის უკან, ქვედა ნაწილში, რომელსაც 9 აპრილის ბაღი ქვია. იმდენი ხალხი მოდის ოჯახებით, იმდენი გამომეხმაურა, რომ ლევან თქვენთან ვართ, სიხარულით გიერთდებით, მოვიდვართ... არ ვიცი, როგორ გითხრათ მადლობა ამ სიხარულისთვის, ცოტა ვშიშობ, რომ შეიძლება ვერ დავეტიოთ ამ ქვედა ბაღში და ზედაც დავდგეთ პარალელურად.

ჩემი უმორჩილესი თხოვნაა არ დავდგეთ ბალახზე, გაზონებზე, გავუფრთხილდეთ ამ ბაღს, არ დავანაგვიანოთ და ჩავატაროთ ისე, როგორც ჩვენს საზოგადოებას შეეფერება. გახარებული ვარ ამ კოლოსალური გამოხმაურებით და ენთუზიაზმით, რომელიც აშკარაა", - აცხადებს ლევან ვასაძე.

ლევან ვასაძემ 6 მაისს განაცხადა, რომ აფუძნებს პარტიას "ერთობა, რაობა, იმედი" და პოლიტიკაში მოდის.