"ფუნდამენტური რეფორმა გასატარებელია, თამარ ჟვანიაც აუცილებლად უნდა შეცვალონ"
"ფუნდამენტური რეფორმა გასატარებელია, თამარ ჟვანიაც აუცილებლად უნდა შეცვალონ"

A+ A-

12:59 15/05/2021

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ აუცილებელია საარჩევნო სისტემის სრული რეფორმირება. ამასთან, ახლიდან უნდა დაკომპლექტდეს ცესკო-ს შემადგენლობა და შეიცვალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რადგან თამარ ჟვანია არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის, სანდოობას ვერ ქმნის.

"ფუნდამენტური რეფორმა გასატარებელია სწორედ სისტემის ნაწილში, თუმცა როგორც სიმბოლო, გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებში, რა თქმა უნდა, მათ შორის ქვეყნის იმიჯისთვის და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ამას ყოველთვის ხაზს უსვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, თამარ ჟვანიაც აუცილებლად უნდა შეცვალონ და აირჩიონ ადამიანი, რომელი იქნება გაცილები უფრო ნეიტრალური და მისი არჩევა მოხდება ოპოზიცის თანამონაწილეობით", - აცხადებს ბოკუჩავა.

უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა პარლამენტში 17:00 საათზე დაიწყება.