თბილისში აქცია-მსვლელობა - "თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა" გაიმართება
თბილისში აქცია-მსვლელობა - "თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა" გაიმართება

A+ A-

23:24 14/05/2021

22 მაისს, თბილისში, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ორგანიზებით აქცია - "თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა" გაიმართება.

"უძრაობაში, ჭაობში ყოფნა არის ფასი, რომელსაც ვიხდით საკუთარი უფლებების მთავრობისთვის უპრეტენზიოდ გადაცემაში. ამიტომ, ყველას, ვისთვისაც ღირსება და ერთი ინდივიდის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია, შაბათს, 17:00 საათზე „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დაგელოდებათ დინამოსთან. თითოეული პროტესტი და ბრაზის გამოხატვა მათთვის სიგნალია, რომ ცხვრებთან არ აქვთ საქმე.

მოვითხოვთ:
გაუქმდეს კომენდანტი საათი
გაიხსნას საზღვრები
გაიხსნას ყველა ბიზნესი
გაუქმდეს ჯარიმები", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.