"აქტიური მსჯელობაა ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე"
"აქტიური მსჯელობაა ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე"

A+ A-

18:25 14/05/2021

აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის ნაწილობრივ შემსუბუქებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„აქტიური მსჯელობაა ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია“, –  აღნიშნა გაბუნიამ.

მისივე თქმით, პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქება პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას.

"პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას, რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკის პერიოდი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.