20 ივნისის დაზარალებულები აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს წერილით მიმართავენ
20 ივნისის დაზარალებულები აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს წერილით მიმართავენ

A+ A-

17:11 14/05/2021

20 ივნისის დაზარალებულები ამერიკის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს წერილით მიმართავენ.

დაზარალებულები მედიატორებს დახმარებისკენ მოუწოდებენ, რომ პარლამენტში დარეგისტრირებული ამნისტიის კანონპროექტების იმპლემენტირება არ მოხდეს.

​"ჩვენ ვთხოვთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მედიატორებს, რომელთა შექმნილი მედიაციის დოკუმენტი არის საფუძველი ამნისტიის შესახებ კანონპროექტების, დაგვეხმარონ ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლაში. რეალურად, ეს კანონპროექტები 20 ივნისის მშვიდობიან დემონსტრანტებს უქმნის სერიოზულ პრობლემებს. ჩვენ ალბათ აღარ შეგვეძლება საქმეების გაგრძელება სტრასბურგში და თბილისში იმიტომ, რომ ძირითადი საქმეები არის აღძრული უფლებამოსილების მუხლზე, რომლითაც საყოველთაო ამნისტია ვრცელდება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.