ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დღეს გელა დუმბაძე დაიკითხა
ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დღეს გელა დუმბაძე დაიკითხა

A+ A-

16:39 14/05/2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ კარტოგრაფების საქმეზე, ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ.

ერთ-ერთი მოწმე, რომელიც დღეს დაიკითხა, საქართველოს საელჩოს ყოფილი მრჩეველი აზერბაიჯანში გელა დუმბაძეა.

როგორც დუმბაძემ ჟურნალისტებს სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, დღეს მან მისცა ჩვენება, როგორც მრჩეველმა, რომელიც 2002-2005 წლებში ბაქოში გამართულ საზღვრის დელიმიტაციის სხდომებს ესწრებოდა.

"დაკითხვა მოხდა იმ კონტექსტში, რომ 2002-2005 წლებში გახლდით საქართველოს საელჩოს მრჩეველი აზერბაიჯანში და ვესწრებოდი საზღვრის დელიმიტაციის ორ-სამ სხდომას. მივეცი ჩვენება, როგორც მრჩეველმა, რომელიც ესწრებოდა რამდენიმე სხდომას. შემფასებელი ვერ ვიქნები იმიტომ, რომ ჩემი გამოკითხვა მოხდა კონკრეტულ მომენტში, 2002-დან 2005-წლამდე, სადაც არც ტელევიზიით და არც სხვადსხვა საინფორმაციო საშუალებებით ამ პერიოდზე შეკითხვები არ ყოფილა. კომისიის წევრი არ ვყოფილვარ, საელჩოს წარმომადგენელი ვიყავი.

არავითარი ნიშანი, როდესაც მე ვესწრებოდი, ერთი ხინჯიც არ არსებობს, რომ ვიღაც რაღაცას იღებდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა გელა დუმბაძემ.