"რუსთავი 2"-ის საქმეზე აქიმიძე და დვალი ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას მოითხოვენ
"რუსთავი 2"-ის საქმეზე აქიმიძე და დვალი ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას მოითხოვენ

A+ A-

16:12 14/05/2021

საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმის წინა სასამართლო სხდომა ორ საათს გაგრძელდა. საქმე ეხება ტელევიზიის დამფუძნებლების - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელს. ისინი არხის 60 პროცენტიანი წილისთვის დავობენ.

მოსარჩელე მხარემ დღეს მტკიცებულებების გადაცემა და მოწმეების დამატება მოითხოვა, მათ შორის დააყენეს შუამდგომლობა ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვაზეც.

"მოწმეების ნაწილი იყო პირდაპირი მომსწრე იმ იძულების და ზეწოლის, რაც 2004 წელს ხდებოდა მოსარჩელეებზე. მათ შორის ჩვენ მოვითხოვეთ ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით დაკითხვა, სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა სხვა მოწმეებთან დაკავშირებით დააკმაყოფილა, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით - არა", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.