"ძალიან ეჩხუბება ჩვენ ბავშვთა სახლს ე.წ. სახალხო დამცველი"
"ძალიან ეჩხუბება ჩვენ ბავშვთა სახლს ე.წ. სახალხო დამცველი"

A+ A-

14:08 14/05/2021

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არსებულ ვითარებასა და ბრალდებებზე მეუფე სპირიდონმა ქადაგებაში ისაუბრა.

სასულიერო პირის განცხადებით, პანსიონში ბავშვები მშვიდ ვითარებაში იზრდებიან, ხოლო მის მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას აქვს ადგილი.

"რა ქნან იმ ბავშვებმა, იზრდებიან ეკლესიაში კაცო. თითქმის ყველა ხართ იქ ნამყოფი, როგორი სიმშვიდეა, როგორი სიხარულია იმ ბავშვების. ძალიან ეჩხუბება ჩვენ ბავშვთა სახლს ე.წ. სახალხო დამცველი, მაგათი იდეოლოგიაა დავაკანონოთო ერთნაირ სქესიანთა ქორწინებებიო, ანუ სოდომია, გახრწნილება საქართველოში. შორს ჩვენგან, ეს სატანის საქმეა", - განაცხადა მეუფე სპირიდონმა (აბულაძე).