ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა ვაქცინას უგზავნის
ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა ვაქცინას უგზავნის

A+ A-

13:53 14/05/2021

ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდვაქცინას გაუგზავნის. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი "ტვიტერზე" წერს.

მისი თქმით, ვაქცინები განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

"მთავრობის მხრიდან დადასტურდა 200 000 დოზა ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ უკრაინით - 100 ათასი ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი დოზა, მოლდოვას - 11 ათასი დოზა. პატარა ნაბიჯი ლიეტუვისგან. იმედია, ჩვენი პარტნიორები ევროპიდან სოლიდარობის აქტს შემოუერთდებიან", - წერს ლანდსბერგისი.