ბათუმში წამებით მოკლული ახალგაზრდა ქალი უკრაინის მოქალაქე იყო
ბათუმში წამებით მოკლული ახალგაზრდა ქალი უკრაინის მოქალაქე იყო

A+ A-

13:46 14/05/2021

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოკლული 30 წლამდე ასაკის ქალი უკრაინის მოქალაქე იყო და ბოლო 4 წლის განმავლობაში, ბათუმში სტილისტად მუშაობდა.

მკვლელობა კობალაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-19 სართულზე მდებარე ბინაში მოხდა, სადაც ქალი ცხოვრობდა.

მისმა მეგობრებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და პოლიციამაც გამოკითხა, "რადიო თავისუფლებასთან" განაცხადეს, რომ ახალგაზრდა ქალი წამებითაა მოკლული.

იმავე სახლის ეზოში ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი. გარდაცვლილი ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

მოკლული ქალის მეგობრები ვარაუდობენ, რომ კაცმა ახალგაზრდა ქალი მოკლა და შემდეგ მე-19 სართულიდან გადახტა. ტრაგედია დღეს, დაახლოებით 06:00 საათისთვის მოხდა.