"ისრაელის ქალაქ აკოში ქართველი ებრაელი ძალიან მძიმედ დაშავდა"
"ისრაელის ქალაქ აკოში ქართველი ებრაელი ძალიან მძიმედ დაშავდა"

A+ A-

23:37 13/05/2021

ისრაელში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ისრაელის ქალაქ აკოში ქართველი ებრაელი, ისრაელის მოქალაქე მძიმედ დაშავდა.

„აკოში დაშავებულია ძალიან მძიმედ ქართველი ებრაელი, ჩვენი თანამემამულე. ის საავადმყოფოშია, ინტენსიურ თერაპიაზე გადაყვანილი. ვაჟკაცი ბიჭია რომ შეხედავ აღნაგობით, შეუძლია გაუმკლავდეს, მაგრამ ადამიანების ხროვა, რომელსაც არ აინტერესებს, ვინ არის, რა არის, პირდაპირ დაესხმებიან ხოლმე თავს.

იაჰოში დღეს, ერთი საათის წინ სამხედროს დაესხნენ თავს, რაც უკვე მანიშნებელია იმის, რომ ექსტრემისტულად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ქმედებები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს გადასულია საზღვრებს გარეთ", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ "პალიტრანიუსის" ეთერში.