ევროპული ავიაკომპანიები თელ-ავივის მიმართულებით რეისებს აჩერებენ
ევროპული ავიაკომპანიები თელ-ავივის მიმართულებით რეისებს აჩერებენ

A+ A-

17:52 13/05/2021

ევროპული ავიაკომპანიები თელ-ავივის მიმართულებით რეისებს აჩერებენ.

"დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, რეისები შეაჩერა „ბრითიშ ეარვეისმა“, „ვირჯინ ატლანტიკმა“, გერმანულმა „ლუფთანზამ“ და ესპანურმა „იბერიამ“.

რეისების გაუქმების მიზეზი ისრაელში არსებული დაძაბული ვითარება და გახშირებული სარაკეტო თავდასხმებია.

„ჩვენი კოლეგების და მომხმარებლების უსაფრთხოება ყოველთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. სიტუაციას ყურდაღებით ვაკვირდებით“, აცხადებენ „ბრითიშ ეარვეისში“.

კომპანია „ლუფთანზას“ განცხადებით, რეისებს ამ ეტაპზე 14 მაისამდე აჩერებს.