"ქართულმა ოცნებამ" მოითხოვა ჩემი სამსახურიდან გაშვება, ბრალდება - გიორგი გახარიასთან მეგობრობა"
"ქართულმა ოცნებამ" მოითხოვა ჩემი სამსახურიდან გაშვება, ბრალდება - გიორგი  გახარიასთან მეგობრობა"

A+ A-

20:49 11/05/2021

სამეგრელოს გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართული ოცნება" მის სამსახურიდან გაშვებას მოითხოვს.

"გაოგნებული ვარ, მეგობრებო, დღეს "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც ყველაფერი მისცა ჩემმა ოჯახმა, ვისთვისაც იმდენი გავაკეთე, ჩამოთვლაც რომ შეუძლებელია, ვისი ერთგულიც ამწუთამდე ვარ, მოითხოვა  ჩემი სამსახურიდან გაშვება (გუბერნატორს თხოვენ დაჟინებით, ბრძანებით გამიშვას, არადა არაფერი დამიშავებია)!!! ბრალდება - გიორგი  გახარიასთან მეგობრობა!!!

ჯერ აზრზე ვერ მოვსულვარ!

ვაი, თქვენს პატრონს უბედურს!.. ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, იცის ვინ დააფუძნა სამეგრელოში "ქართული ოცნება", ვინ შექმნა პირველადი ორგანიზაციები, ვინ ხელმძღვანელობდა საარჩევნო შტაბს არაერთგზის და წარმატებულად? ვინ იყო ყველა  ნაცური რეჟიმის საწინააღმდეგო აქციის წინამძღოლი? ვინ იყო ერთ- ერთი იდეოლოგი "ქართული ოცნებისა"?!

მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ბრწყინვალე ოჯახისა!.. დანარჩენებს მოგხედავთ!.. ჯერაც ვერ წარმოგიდგენიათ, პარტიაში შეყუჟულო წრუწუნებო, რა დაგემართებათ!..", - წერს გვასალია.