კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

A+ A-

13:13 10/05/2021

კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. გუშინდელმა ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ძლიერმა ქარმა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა, განსაკუთრებით დაზარალებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები - ჭანდარი, ძირკოკი და ვეჯინი.

განადგურებულია ვენახი, ხეხილი და ერთწლოვანი კულტურები. დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ქარმა ხეები მოგლიჯა საგარეჯოში, გურჯაანსა და ყვარელში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაზარალებულ სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაო გუშინ გვიან ღამემდე გრძელდებოდა.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია სოფლებში, მეორე დღეა, მუშაობს.