ხელისუფლება მოიჯარეებს ახალ შეღავათს სთავაზობს
ხელისუფლება მოიჯარეებს ახალ შეღავათს სთავაზობს

A+ A-

12:52 10/05/2021

ხელისუფლება მოიჯარეებს ახალ შეღავათს სთავაზობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მთავრობის გადაწყვეტილება გაახარებს იმ ფერმერებს, რომლთაც მიწები იჯარით აქვთ აღებული და მიწის გამოსყიდვაზე ფიქრობდნენ. იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ მიწები, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან, შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25%-იანი ფასდაკლებით. სამხარაულის ბიუროს მიერ შეფასებული ფასიდან იქნება 25%-იანი „დისქაუთი“, რომლითაც მოიჯარეები ისარგებლებენ. 2 ათასამდე ასეთი მოიჯარეა საქართველოში, საკმაოდ დიდ ფართობებზეა საუბარი. ეს ადამიანები წლებია, ამ მიწებს ამუშავებენ. ამ გადაწყვეტილებით მათთვის მიწების გამოსყიდვა უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ეს გადაწყვეტილება უფრო გაზრდის კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, არცერთი აქტივი არ დარჩეს გაჩერებული, მიწა არ იყოს დაუმუშავებელი და ყველაფერი ემსახურებოდეს ეკონომიკის აღდგენასა და მოქალაქეების დასაქმებას.