"მერამდენეჯერ უნდა დააბიჯოს ფეხი ერთსა და იმავე ფოცხზე? შევიდა როლში და მოსვეს!"
"მერამდენეჯერ უნდა დააბიჯოს ფეხი ერთსა და იმავე ფოცხზე? შევიდა როლში და მოსვეს!"

A+ A-

13:39 08/05/2021

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს არდადებას ეხმაურება.

"შეკრიბო მთელი მთავრობა, საგარეო საქმეთა მინისტრიც კი (რა კავშირშია, ხომ, ადმინისტრაციულ ჯარიმებთან), საპარლამენტო უმრავლესობა-უმცირესობა, შექმნა ვეტოს დადების მოლოდინი და დაგავიწყდეს, რომ “ის ბრძენი კაცი” ბოლო მომენტში თითს დაგიქნევს, ამდენის გათვლა მაინც ხომ უნდა შეგეძლოს? თუ ვეტოს არ ადებ, განცხადება მაინც გაავრცელე, ტრიბუნასთან რას დგები? მერამდენეჯერ უნდა დააბიჯოს ფეხი ერთსა და იმავე ფოცხზე? გაეროს ტრიბუნიდან რომ ათქმევინა, კონსტიტუციას ვცლითო და მერე რომ გადააგდო, ეს მაინც არ უნდა გახსენებოდა? შევიდა როლში და მოსვეს!", - წერს გოცირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.