თბილისის ერთ-ერთ უბანში მაღაზია გატეხეს, წაღებულია მხოლოდ პური და "ჩუპა-ჩუპსი"
თბილისის ერთ-ერთ უბანში მაღაზია გატეხეს, წაღებულია მხოლოდ პური და "ჩუპა-ჩუპსი"

A+ A-

13:01 05/05/2021

თბილისის ერთ-ერთ უბანში მაღაზია გატეხეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, მოქალაქე ნიკა ჩერქეზიშვილი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. წაღებულია მხოლოდ პური და "ჩუპა-ჩუპსი".

"ჩემს უბანში მაღაზია გატეხეს და პური წაიღეს, კიდევ რამდენიმე ჩუპა-ჩუპსი. ფული დატოვეს. ვერ იპოვეს თუ არც მოუძებნიათ, არ ვიცი. უბრალოდ, გამყიდველი იყო გაკვირვებული, ადგილზე რომ დახვდა. ნამდვილი ამბავია, წუხანდელი", - წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.