რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი დროებით აკრძალა
რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი დროებით აკრძალა

A+ A-

11:06 05/05/2021

რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა.

BBC-ის ინფორმაციით, მთავრობის განკარგულების თანახმად, რომელიც ძალაში 2020 წლის 30 აპრილიდან შევიდა, რუსეთიდან წიწიბურას ექსპორტი 2021 წლის 5 ივნისიდან აიკრძალება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება.

გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.

2021 წლის იანვარ-მარტში 2020 წელთან შედარებით რუსეთში წიწიბურას ფასი 39%-ით გაიზარდა და 1 ტონა $571.2 ღირს.