"უბრალო ხელმოწერისთვის, რომ ჩვენ ვინმესთან ქულა ჩავიწეროთ, ამის გაკეთებას არ ვაპირებთ"
"უბრალო ხელმოწერისთვის, რომ ჩვენ ვინმესთან ქულა ჩავიწეროთ, ამის გაკეთებას არ ვაპირებთ"

A+ A-

18:38 16/04/2021

თუ არ იქნება რეალური კრიზისიდან გამოსავლის დოკუმენტი, უბრალო ხელმოწერისთვის, რომ ჩვენ ვინმესთან ქულა ჩავიწეროთ, ამის გაკეთებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

"ამ დოკუმენტში აბსოლუტურად გაურკვეველი არის პოლიტპატიმრების საკითხი, რურუა-მელიას საკითხი და არჩევნებზეც "ქართული ოცნება" გვეუბნება, რომ 40%-მა გადაწყვიტოს 60%-ის წინააღმდეგო. უმცირესობის და უმრავლესობის ცნებას ცვლიან.

ამიტომ, როგორც რაღაც პროცესის ნაწილი, იყოს, გავაგრძელოთ ეს პროცესი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის, რომ წნეხი გაიზარდოს "ქართულ ოცნებაზე", რომ რეალურ გამოსავლამდე მივიდეთ", - განაცხადა ხოშტარიამ.