"ეს ორი საკითხი განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის"
"ეს ორი საკითხი განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის"

A+ A-

14:43 16/04/2021

ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის, - საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

"ნამახვანჰესთან მიმართებაში საინფორმაციო საშუალებებით კეთდება გარკვეული მოწოდებები 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით, სადაც გაჟღერდა დავით გარეჯის თემაც.

ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მით უმეტეს, დავითგარეჯასთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება.

ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.