"დაშლის პროცესი მიმდინარეობს "ქართული ოცნების" და ჩამოშლის"
"დაშლის პროცესი მიმდინარეობს "ქართული ოცნების" და ჩამოშლის"

A+ A-

14:20 16/04/2021

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდში დაშლის პროცესი დაიწყო და არაა გამორიცხული "ქართული ოცნება" სხვა დეპუტატებმაც დატოვონ, თუმცა, მისი განცხადებით, ეს ერთი გუნდიდან მეორეში გადაჯგუფებაა და ამით არაფერი იცვლება.

"დაშლის პროცესი მიმდინარეობს "ქართული ოცნების" და ჩამოშლის. ამას ჩვენ ვხედავთ თითქმის ყოველდღიურად, იმიტომ რომ ხან აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ტოვებენ პოსტებს, ახლა, შიგნით პარლამენტში მიმდინარეობს დეპუტატების გადაჯგუფება. არ არის გამორიცხული, რომ ამ ძალთა გადანაწილება კვლავ გაგრძელდეს "ქართული ოცნების" შიგნით, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ვინ რომელ ჯგუფში გადავა "ქართული ოცნების", ეს რეალობას არ შეცვლის, ეს მათი შიდაპოლიტიკური საკითხებია და უნდა აირჩიონ ახლა, ვისთან ურჩევნიათ ყოფნა, ივანიშვილთან, თუ გახარიასთან"-განაცხადა უდუმაშვილმა.