"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია
"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია

A+ A-

14:19 16/04/2021

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია.

მისივე თქმით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და დაშავებული არავინ არის.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ავლაბრის მეტროსთან მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა დაახლოებით საათანხევრის წინ მოხდა.

შეიარაღებული პირი ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.