"იწუნებენ "ქართული ოცნების" პოლიტიკას და დამოკიდებულებას, 4 თვეში რა ნახეს განსხვავებული?"
"იწუნებენ "ქართული ოცნების" პოლიტიკას და დამოკიდებულებას, 4 თვეში რა ნახეს განსხვავებული?"

A+ A-

13:54 16/04/2021

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიიდან, გახარიას გუნდში, იმ 6 დეპუტატის წასვლა, ერთჯერადი პროცესია.

"ეს არის ერთჯერადი პროცესი, როცა 6 დეპუტატი, გახარიას გუნდში მოაზრებული, გავიდა "ქართული ოცნებიდან", მაგრამ ის, რომ იწუნებენ "ქართული ოცნების" პოლიტიკას და დამოკიდებულებას საკითხების მიმართ, ახლა, 4 თვეში რა ნახეს განსხვავებული? მადლობის თქმაც კი ვერ მოასწრო, თანაგუნდელების და მომხრეების მიმართ (რომ უბრალოდ მადლიერება გამოეხატათ), რომ ისინი მას მიეხმარნენ და არჩევნებში მოიგეს. შედეგი, რამაც განაპირობა ამ დეპუტატების პარლამენტში შემოსვლა და განსაკუთრებით მაჟორიტარების, უდიდესწილად არის "ქართული ოცნების" გუნდის დამსახურება, რომლის გუნდშიც არიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ამომრჩევლები", - განაცხადა ხუნდაძემ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახალ პარტიას ქმნის. მისი გუნდის წევრებმა "ქართული ოცნება" უკვე დატოვეს.