16-19 აპრილს საქართველოში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
16-19 აპრილს საქართველოში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

A+ A-

13:38 16/04/2021

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-19 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა  +22, +24 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.