ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა
ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა

A+ A-

13:37 16/04/2021

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„ბრალდებული დ.კ პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს COVID-19 არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR-ტესტირება, რითაც დადასტურდა COVID-19. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზირებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში“, - აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.