"ჩვენ ვთვლით, რომ ფარმან ჯეირანლი პოლიტიკური პატიმარია და ის აზერბაიჯანის დაკვეთით დააკავეს"
"ჩვენ ვთვლით, რომ ფარმან ჯეირანლი პოლიტიკური პატიმარია და ის აზერბაიჯანის დაკვეთით დააკავეს"

A+ A-

13:22 16/04/2021

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ ის ერთადერთი დისიდენტი არ არის, რომელიც საქართველოს მთავრობის რეპრესიებს შეეწირა.

როგორც ჟურნალისმა 2020News-ის პრესკლუბში განაცხადა, პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნე კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლიც გახდა.

მისი მტკიცებით, ჯეირანლი გამოგონილი ბრალდებით, სასამართლომ ციხეში გაუშვა.

"ფარმან ჯეირანლის დიდი ხანია ვიცნობ, ის აზერბაიჯანში მუშაობდა, იქ კლინიკა ჰქონდა. ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო კლინიკა იყო, ძალიან პოპულარული. შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრები მისგან ქრთამს ითხოვდნენ, დაახლოებით 5-6 წელი ის ქრთამს არ აძლევდა და დიდი პრობლემები ჰქონდა ამის გამო. საბოლოოდ მან მიატოვა იქაურობა და ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა მას დარჩა კონტაქტები აზერბაიჯანთან, განსაკუთრებით კი ოპოზიციასთან. მაშინ საქართველოში 100-მდე აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ცხოვრობდა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მას ბალი დასდო, რომ ის რევოლუციას აფინანსებდა, თუმცა ფარმანს არ აქვს ისეთი დიდი ფული, რომ ასეთი რამ გააკეთოს. ჩვენ ვთვლით, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და ის აზერბაიჯანის დაკვეთით დააკავეს. ის არ უნდა იყოს ციხეში, რადგან ყველამ აღიარა პოლიტიკურ პატიმრად" - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

ჯეირანლი საქართველოს შსს-მ 2017 წელს, თაღლითობის  ბრალდებით მას შემდეგ დააკავა, რაც კლინიკაში 2 პაციენტი ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა ჯეირანლის პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ მისი უფლებადამცველები. ადვოკატები თვლიან, რომ ჯეირანლი მხოლოდ იმის გამო დააპატიმრეს, რომ ის აზერბაიჯანის მოქალაქეებს მხარდაჭერას უცხადებდა.