"საქმის კეთება არის ძალიან ძნელი, მოყვეს ამ ხალხმა, აგვიხსნას რას აპირებენ, რა ხედვა აქვთ"
"საქმის კეთება არის ძალიან ძნელი, მოყვეს ამ ხალხმა, აგვიხსნას რას აპირებენ, რა ხედვა აქვთ"

A+ A-

13:12 16/04/2021

კრიტიკა ადვილია, საქმის კეთება არის ძნელი - ამ ფრაზით ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო გახარიას ახალი პარტიის წევრების კომენტარებს, რომლებმაც ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

"ის, რაც ბოლო დღეებისა და საათების განმავლობაში მოვისმინეთ, იყო კრიტიკა "ქართული ოცნებისადმი". ალბათ, განსაკუთრებულ სიბრძნეს არ ვიტყვი, როცა გავუსვამ ხაზს, რომ კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთება არის ძალიან ძნელი. მოყვეს ამ ხალხმა, აგვიხსნას რას აპირებენ, რა ხედვა აქვთ და ამის მერე უფრო გამარტივდება შემდგომი ნაბიჯების პროგნოზირება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

გახარიას გუნდმა უმრავლესობა დატოვა და ყოფილ პრემიერთან ერთად ახალ პარტიას ქმნიან.