რუსთაველის თეატრმა ჩახსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს
რუსთაველის თეატრმა ჩახსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს

A+ A-

19:34 14/04/2021

რუსთაველის თეატრმა ჩახსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს.

"რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს იულიუს კეისარი", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თეატრის მსახიობს ძალადობაში ნინუცა მაყაშვილი ადანაშაულებს. მაყაშვილმა ინტერვიუში ისაუბრა, რომ როცა მსახიობ ბესო ზანგურზე იყო დაქორწინებული, ქმარი მას ხშირად სცემდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც.

ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის ბრალდებებს უარყოფს.

მაყაშვილი, გამოკითხვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.