"პროტესტის ნიშნად მე აღარ ვაპირებ მასთან ერთად სცენაზე დგომას"
"პროტესტის ნიშნად მე აღარ ვაპირებ მასთან ერთად სცენაზე დგომას"

A+ A-

00:18 14/04/2021

რუსთველის თეატრის მსახიობი თამთა ინაშვილი კოლეგას ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

"სოლიდარობა ჩემს ერთგულ, ნამდვილ, მართალ მეგობარს, ნინუცა მაყაშვილს. მე შენ გვერდით ვარ! ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას. ”სადღაც ცისარტყელას მიღმა” - ასეთი სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური. პროტესტის ნიშნად მე აღარ ვაპირებ მასთან ერთად სცენაზე დგომას", - წერს თამთა ინაშვილი.

ნინუცა მაყაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი ბესო ზანგური მას სისტემატურად სცემდა, მათ შორის ორსულობის დროსაც.