"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!"
"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!"

A+ A-

23:16 13/04/2021

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!" - ამ ფეისბუქპოსტით ეხმაურება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას, რომ ყოფილი ქმარი ბესო ზანგური თანაცხოვრების პერიოდში მასზე სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის პერიოდში.

"რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ ინტერვიუში მსახიობი ნინუცა მაყაშვილი 11 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს. მისი თქმით, ახლა იმიტომ ყვება, რომ აღარ ეშინია და უნდა, სხვა ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, მაგალითი მისცეს.

"არ მახსოვს, პირველად რა მიზეზი იყო, უბრალოდ იმდენად შოკირებული ვიყავი... ძალიან რთულია ამ ყველაფერზე, მიუხედავად 11 წლის მერე, ლაპარაკი. არ მახსოვს, რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსული. ძალიან [მცემა]. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ბოდიშების და საჩუქრების რიგი კორიანტელი, რომელიც მე, რა თქმა უნდა, არაფერში აღარ მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, ზოგადად ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი მომენტი და სწორი დრო. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მემარტივება ამაზე საუბარი, ვიდრე მაშინ", - ამბობს მსახიობი.