99 წლის ასაკში პრინცი ფილიპი გარდაიცვალა
99 წლის ასაკში პრინცი ფილიპი გარდაიცვალა

A+ A-

15:25 09/04/2021

99 წლის ასაკში დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ სამეფო ოჯახი ავრცელებს.

"მისმა უდიდებულესობამ დედოფალმა ღრმა მწუხარებით გამოაცხადა ედინბურგის ჰერცოგის, მისი საყვარელი მეუღლის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინცი ფილიპეს გარდაცვალება. მისი სამეფო უდიდებულესობა დილით ვინძორის სასახლეში გარდაიცვალა“, - ნათქვამია სამეფო ოჯახის განცხადებაში.

პრინცი ფილიპი საბერძნეთის კუნძულ კორფუზე 1921 წლის 10 ივნისს დაიბადა.

დედოფალ ელისაბედ მეორეზე პრინცი ფილიპი 74 წლის წინ დაქორწინდა და სამეფო წყვილს ოთხი შვილი შეეძინა.