თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

A+ A-

12:34 09/04/2021

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მოადგილეებთან და მთავარ სერჟანტთან ერთად, 9 აპრილის  მემორიალი ყვავილებით შეამკო.  სამხედროებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და   9 აპრილი,  როგორც ერის  ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლო  კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
 
1989 წლის 9 აპრილის  ტრაგედიიდან  32 წელი გავიდა.  საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ.