ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი პაციენტებს 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს
ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი პაციენტებს 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

A+ A-

13:01 22/03/2021

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პაციენტებს ამბულატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებზე, ყოველ შაბათ-კვირას 50 %-იან ფასდაკლებას შესთავაზებს. კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, სადაც შესაძლებელია შაბათ-კვირის ჩათვლით პაციენტმა  სრული დიაგნოსტიკური სერვისი მიიღოს, მათ შორის:

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT),
მაგნიტორეზონანსული კვლევა (MRI),
ენდოსკოპია,
ულტრასონოგრაფია.

ჰოსპიტალში წამყვანი ექიმების ჩართულობით სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე უფასო კონსულტაციები ეტაპობრივად ჩატარდება. აქციების შესახებ ყველა ინფორმაცია დეტალურად განთავსდება www.evexhospitals.ge

აღსანიშნავია, რომ ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის მრავალპროფილურობა პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება ერთ სივრცეში, 24 საათიან რეჟიმში, ქინძმარაულის ქ. #1-ში მიიღოს. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს მე-3 დონის ნეონატოლოგიური და სამშობიარო სამსახური, კარდიოქირურგიული, ტრანსპლანტოლოგიური, ქირურგიული და პედიატრიული მიმართულებები.

კლინიკა მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ევექსი ჰოსპიტლების სამედიცინა ექსპერტთა საბჭოებთან (clinical boards). კლინიკური ბორდები კი, თავის მხრივ საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველ ექიმებს აერთიანებს და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად რთული სამედიცინო შემთხვევების განხილვას პერიოდულად, კონსილიუმების სახით უზრუნველყოფენ.