"კოვიდს დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია, ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ"
"კოვიდს დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია, ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ"

A+ A-

18:16 16/03/2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი თქმით, ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ჯერჯერობით კაცობრიობამ ვაქცინაციაზე უკეთესი პრევენციული საშუალება ვერ მოიგონა.

გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსსაც მხოლოდ ვაქცინაცია დაამარცხებს.

„ჯერჯერობით კაცობრიობამ ვერ მოიგონა ვაქცინაციაზე უკეთესი პრევენციული საშუალება ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, და უკვე არა მარტო ინფექციური დაავადებების. ამიტომ კოვიდსაც დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია. ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ, რომ ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა გამყრელიძემ.