ჯანმო - AstraZeneca უსაფრთხოა და ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს
ჯანმო - AstraZeneca უსაფრთხოა და ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს

A+ A-

12:47 16/03/2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა იწვევს სისხლის შედედებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

საგანგებო განცხადებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სწავლობს ინფორმაციას, რომელიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით ვრცელდება, თუმცა ამავე დროს აცრის პროცესი უნდა გაგრძელდეს.

„დღეს არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბი ვაქცინამ გამოიწვია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია გაგრძელდეს, რათა მოქალაქეების სიცოცხლე გადავარჩინოთ და შევაჩეროთ ვირუსით გამოწვეული მძიმე დაავადება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ და მათ შორის გერმანიამაც დროებით შეაჩერა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოსახლეობის აცრის პროცესი. ამის მიზეზად თრომბოემბოლიის რამდენიმე შემთხვევა დასახელდა, რომელიც აცრილ მოქალაქეებს გამოუვლინდათ.