"თუ საჭიროება მოითხოვს, ვაქცინას გავიკეთებ დროზე ადრე"
"თუ საჭიროება მოითხოვს, ვაქცინას გავიკეთებ დროზე ადრე"

A+ A-

23:58 14/03/2021

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ საჭიროება მოითხოვს, რომ მოქალაქეების მოტივაცია გაიზარდოს, ვაქცინას დროზე ადრე გაიკეთებს.

"მე როდესაც ვაქცინაციის პროგრამის მიხედვით მეკუთვნის მაშინ გავიკეთებ ვაქცინას. თუმცა თუ საჭიროება მოითხოვს, რომ ჩვენი მოქალაქეების მოტივაცია გაიზარდოს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია და უნდა გავიკეთოთ, რა თქმა უნდა, გავიკეთებ დროზე ადრე“, - განაცხადა ტიკარაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, საქართველოში შემოსული AstraZeneca-ს ვაქცინის ხარისხი არანაირ კითხვას არ იწვევს და სამხრეთ კორეაში წარმოებული პრეპარატი საფრთხეს არ წარმოადგენს.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან იწყება. AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მედპერსონალისთვის არის განკუთვნილი. ვაქცინაციის ხარჯებს სახელმწიფო სრულად ფარავს.