ავიამომსვლის სიხშირე აღდგენას განაგრძობს
ავიამომსვლის სიხშირე აღდგენას განაგრძობს

A+ A-

17:59 10/03/2021

სამშაბათი, 2021 წლის 09 მარტი

1.    ტექნოლოგიური კომპანიების აქციებისთვის ბოლო 4 თვეში საუკეთესო დღე დაფიქსირდა
2.    გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3.    ავიამომსვლის სიხშირე აღდგენას განაგრძობს

ტექნოლოგიური აქციები დაბრუნდნენ

აშშ-ის საფონდო ბირჟებზე დადებითი დინამიკა დაფიქსირდა, რომლის სათავეში Nasdaq-ის ტექნოლოგიურა ინდექსის 3,69%-იანი ზრდა მოექცა. მასშტაბური ძვრით გამოირჩნენ Tesla (TSLA), Baidu (BIDU) და Zoom (ZM). მათ არც FAANG-ის აქციები ჩამორჩნენ, რომელთა მატებამ 3-4% შეადგინა: ინვესტორები ერთდღიანი ინტერვალის შემდეგ შემდეგ თავიანთ ძველ ფავორიტებს მიუბრუნდნენ. თუმცა რბოლას არც ინდუსტრიული აქციები გამოთიშვია, რის გამოც DJIA სამრეწველო და ტურისტული სექტორების მეოხებით 52-კვირიან მაქსიმუმზე ავიდა.

აშშ-ის სახაზინო შემოსავლიანობამ ბოლო პერიოდში დაპყრობილი სიმაღლეებიდან უკან დაიხია, ვინაიდან 10-წლიანმა ობლიგაციებმა ოდნავ იკლო. ამან, თავის მხრივ, შესაძლოა ზრდის აქციების (,,growth stocks’’) მატებას ხელი შეწუყოს. ეს ორი მთელი წლის მანძლილზე ერთმანეთს ექიშპებოდა, რაც, ალბათ, ასეც დარჩება, რადგან ეკონომიკური დონის გაუმჯობესება აშშ-სა და მთელ მსოფლიოში განაკვეთების ზრდას იწვევს.

აშშ-ის სენატის წარმომადგენლობითი პალატა მზადაა $ 1,9-ტრილიონიანი სტიმულირების პაკეტის მისაღებად, რომელსაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს. როგორც თვალნათლივ ჩანს, ეს ხარჯები 2021 წელს მგზავრობისა და ენერგეტიკულ სექტორში წავა. თუმცა, ბოლოდროინდელ გამოკითხვებში, ამერიკელთა უმეტესობას თანხის მოხმარება საფონდო ბაზრის ოპერაციებში სურს. განსაკუთრებით აღსანიშნავი ამ ადამიანებს შორის ახალგაზრდათა ხვედრითი წილია. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ძალიან ხმაურიანი და საინტერესო საფონდო ბირჟა გველოდება. საკითხავია, როგორ არიან ამისთვის ონლაინ-ბროკერები მომზადებულნი?

●    GameStop-ის აქციები 8 მარტს 42%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ გამოაცხადა, რომ რაიან კოენი, GameStop-ის მთავარი აქციონერი და Chewy-ს დამფუძნებელი, ელექტრონული კომერციის კომიტეტს უხელმძღვანელებს. ორგანიზაციის აქციების დღის შიგნითა ვაჭრობის ფავორიტად ქცევის ისტორია სწორედ მაშინ იწყება, როდესაც გასული შემოდგომისას კოენი მისი ბორდის რიგებს შეუერთდა. წინასაბაზრო ვაჭრობისას, 9 მარტს აქციები 10%-ით იყო აწეული. ამავე დღეს, დილით აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტმა მისი ტრეიდინგის საქმეზე ვირტუალური სასამართლო პროცესი გახსნა, რომლის პერიპეტიებს ხვალინდელ სტატიაში უფრო ვრცლად გაეცნობით.

●    The Wall Street Journal-ის თანახმად, ვიდეოკონფერენციის პლატფორმა Zoom-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ იუანმა თავისი წილის დაახლოებით 40%, ანუ $6 მლრდ-ად შეფასებული აქციები ორ დაუზუსტებელ ადრესატს გადასცა. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ,,განაწილება ერიკ იუანისა და მისი მეუღლის ნდობის პირობების შესაბამისად განხორციელდა, და იუანების ქონების დაგეგმვის ტიპურ პრაქტიკას შეესაბამება".

●    Bloomberg-ის ცნობით, ამერიკული კრიპტოვალუტა Coinbase პრივატულ აუქციონზე $90 მლრდ-ად შეფასდა. შეგახსენებთ, ორგანიზაცია ამ თვის ფარგლებში ე.წ. ,,direct listing’’-ის მეშვეობით საჯაროდ გამოსვლას გეგმავს. Nasdaq-ის პრივატულ ბაზარზე აუქციონის დროს (რომელიც გასულ ხუთშაბათს დასრულდა) მისი თითო აქცია $350-ად შეფასდა. ზოგიერთი აქციის ფასი ადრე $375-ით განისაზღვრებოდა, რითაც მთლიანი კომპანიის ღირებულება დაახლოებით $100 მლრდ-ს უტოლდებოდა.

●    Bitcoin-ის საბაზრო კაპიტალმა $1 ტრლნ-ს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 7%-ით გამყარდა. ნორვეგიული Aker ASA და ჩინური აპლიკაციების მწარმოებელი Meitu იმ უკანასკნელ ფირმებს შორის არიან, რომლებიც ინვესტიციებს ხსენებულ ციფრულ ვალუტაში აანონსებენ. იზრდება უფრო მცირე კონკურენტ Ethereum-ის ღირებულებაც, რომელიც $2000-ს აღწევს. ამ აქტივების მრავალი მსხვილი გამყიდველი, რომლებიც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობენ, მაგ. CryptoPunks, Axie Infinity, Sorare და CryptoKitties, Ethereum-ის ბლოკჩეინს შენახვისა და ვაჭრობისთვისთვის იყენებენ.


ზემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია 7-დღიანი საშუალო დინამიკა იმ მგზავრებისა, რომლებიც აშშ-ის აეროპორტებში TSA-ის (სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაცია) საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს კვეთენ. პანდემიის დაწყებიდან პირველად ეს მაჩვენებელი 1 მილიონს სცდება (საკურორტო სეზონის გამოკლებით). კვირას, TSA-მ 1,27 მლნ ადამიანი აღრიცხა, რაც ამა წლის 3 იანვრის შემდეგ ყველაზე დიდი რიცხვია.

ინვესტორები თავიანთი პორტფელების გახსნისთვის სხვადასხვა გზით ემზადებიან,  ყურადღების ცენტრში კი ქვეყანათშორის მიმოსვლაზე ფსონები ექცევა. U.S. Global JETS-ის ETF (საინვესტიციო ფონდი) 8 მარტს თითქმის 4%-ით აიწია, რადგან ავიახაზების ინდუსტრიაში ჯანმრთელობის სერთიფიკატების, ანუ ე.წ. ,,ვაქცინის პასპორტების" წარდგენის მოთხოვნა დაიწყეს, ონლაინ-ტურისტულმა კომპანია Expedia Group-მა კი ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელს უწია. Disney-მ ასევე ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა სიახლის ფონზე, რომლის მიხედვით, კალიფორნიაში მდებარე თემატური პარკები შეიძლება აპრილშივე გაიხსნას. AMC Theatres-მა ჩრდ. ამერიკაში უიქ-ენდზე ბილეთების გაყიდვების რეკორდული ზრდის შედეგად, 15%-ი მოიმატა. ჯინსების მწარმოებელმა Levi Strauss & Co-ს აქციები ორი წლის წინანდელი IPO-ს (პირველადი საჯარო შეთავაზება) შემდეგ პიკს აღწევს, რადგან თბილ სვიტერებთან გამოთხოვების დრო ახლოვდება.

CDC-ის რეკომენდაციები სრულად აცრილთათვის
აშშ-ის ჯანდაცვის უწყებამ ვაქცინაციასთან დაკავშირებული ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. CDC-ის მიხედვით, სრულად აცრიდან ორი კვირის შემდეგ (იგულისხმება Moderna/Pfizer-ის ვაქცინის 2 დოზა ან Johnson & Johnson-ის ერთი დოზა) პირს არ მოეთხოვება პირბადის ტარება ან სოციალური დისტანცირება, როდესაც სხვა სრულად ვაქცინირებულ, ან მძიმე ფორმის Covid-19-ის გადატანის დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს სახლის პირობებში ხვდებიან. მათ ასევე არ სჭირდებათ კარანტინში ყოფნა, ან ტესტის აღება ვირუსის ასიმპტომურად მიმდინარეობის შემთხვევაში. ამჟამად ეს ზრდასრული კატეგორიის 12,3%-ს, ანუ მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 9,5%-ს ეხება, თუმცა ვაქცინაციის ტემპმა ახლახანს დღეში 2 მლნ დოზას გადააჭარბა.

ცვლილებები OECD-ის პროგნოზში
პარიზში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ მშპ-ის გლობალური პროგნოზი 2021 წლისთვის 1,4 პროცენტული პუნქტით ასწია და 5,6%-ით განსაზღვრა, რადგან მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა ტრილიონებად შეფასებული ინექციისთვის ემზადება. ამჯერად ვარაუდობენ, რომ გლობალური წარმოება 2021 წლის შუა რიცხვებში წინაპანდემიურ დონეს გადააჭარბებს, ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის კი ოდნავ გაუმჯობესდა და 4% შეადგინა.

OECD აქვე დასძენს, რომ ვაქცინაციის დაჩქარება უკეთესი ეკონომიკური აღმავლობისთვის ,,კრიტიკული" საკითხია. მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ ვირუსის გლობალურად აღმოფხვრის შეუსრულებლობა აჩენს რისკს, რომ ახალი, უფრო საშიში მუტაციები წარმოიშვას, რომელსაც მიმდინარე ვაქცინები ვერ გაუმკლავდება. ცუდი სცენარის მიხედვით, გადაადგილება 2021 წლის მეორე ნახევარშიც მეტწილად შეზღუდული იქნება.


9,04% და 9,59%
როგორც New York Fed-ის უახლეს კვლევა იუწყება, საშუალოდ ამდენით განისაზღვრება თებერვლის პერსპექტივაში, შესაბამისად, ბინებისა და გაზის ფასის წლიური ზრდის მოლოდინი. ორივე მათგანმა სერიულ მაქსიმუმს მიაღწია, რადგან აშშ-ში ინფლაციის ზრდას ელიან.

თებერვალში ფასების ცვლილების მოლოდინი სხვა პროდუქციაზეც გაიზარდა. საშუალო წლიური მოლოდინი სურსათისა სამედიცინო მომსახურების ფასებზე, შესაბამისად, 0,1 და 0,2 პროცენტული პუნქტით, კოლეჯის განათლების ღირებულებაზე კი 0,3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. შიდამეურნეობების ხარჯების მატების მოლოდინი 4,6%-მდე აღწევს, რაც ბოლო 6 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.