ETF-ებზე ინტერესი იზრდება
ETF-ებზე ინტერესი იზრდება

A+ A-

15:04 09/03/2021

ორშაბათი, 2021 წლის 8 მარტი
1.    აშშ-ს ბაზრები ჩვეულ მზარდ დინამიკას უბრუნდება
2.    გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3.    ETF - ებზე ინტერესი იზრდება
4.    ფასიან ქაღალდებში თანხების შედინება იზრდება

თებერვლის ტენდენცია მეორდება: ტექნოლოგიურ სექტორში კვლავ დაყიდვებია

სავაჭრო კვირაში თებერვლის სურათის ნაცნობმა კონტურებმა გამოკვეთა იწყო, რაც Dow Industrials-მა მნიშვნელოვანი მოგებითა და რეკორდული აღმასვლით აღინიშნა. ამის გარდა, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების, ინტერნეტისა და კომუნიკაციების სექტორებში კვლავ მასშტაბურმა დაყიდვებმა იჩინა თავი. Nasdaq 2,4%-ით დაეცა, რადგან ,,დარჩი სახლშისა’’ და FAANG-ის (ხუთი დიდი ტექნოლოგიური ბრენდი: Facebook, Amazon, Apple, Netflix, Google) აქციები სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდისა და აშშ-ის ჯანდაცვის უწყებებისგან პოზიტიური სიახლეების გადმოცემის გამო წნეხს განიცდიდნენ. Apple-ის აქციები 4%-ით დაეცა, სულ კი, იანვრის მაქსიმუმებს შემდეგ, თითქმის 19%-ით არის შემცირებული.

CDC-მ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ახალი გზამკვლევი გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ მათ, ვინც სრულად აიცრა, სხვა ვაქცინირებულ პირებთან ურთიერთობა სახლის პირობებში, ნიღბების და სოციალური დისტანცირების გარეშე შეუძლიათ. მათ ასევე შეუძლიათ ინახულონ ოჯახის წევრები, რომელთა ინფიცირების რისკი დაბალია.

ამ სიახლეებმა ტურიზმის სექტორი და Disney-ც კი გაახალისა, რადგან ,,ჯადოსნურ სამეფოში’’ ზაფხულს სტუმრების მიღებაზე იმედები აღდგა. ამას სტიმულირების ამბებიცი ემატება” აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ინიცირებული $1,9-ტრილიონიანი პაკეტის დასამტკიცებლად ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებმა საფონდო ბაზრის მკვეთრად მზარდი ნაწილიდან სხვა სექტორებში გადაინაცვლეს, ტრადიციულმა Dow Transports-მა ყველა დროის რეკორდი გააუმჯობესა. საერთო ჯამში, სატრანსპორტმა აქციებმა Nasdaq-ს გასულ 12 თვის მანძილზე საგრძნობლად აჯობეს.

●    შაბათს ბაიდენის ადმინისტრაციისგან შეთავაზებული $1,9-ტრილიონიანი სტიმულირების პაკეტი სენატში რამდენადმე შეცვლილი სახით დამტკიცდა. ამჯერად, მორიგი საკანონმდებლო პროცედურის გასავლელად, იგი კვლავ ქვედა პალატაში გადაინაცვლებს. ამოიღეს მინიმალური ხელფასის დებულება. უმუშევრობის შეღავათი კვირაში $300-ით განისაზღვრა, მისი მოქმედების ვადა კი 6 სექტემბრამდე დადგინდა. სასტიმულე ჩეკი $ 80,000-დან $100,000-მდე იზრდება, რაც, ITEP-ის შეფასებით, ხელმისაწვდომობას დაახლოებით 297-დან 280 მლნ ადამიანამდე ამცირებს.
●    ორშაბათს დილით ნავთობის ფასი გარკვეული ხნით $71-იან ნიშნულს (ბარელი) გადასცდა. ამის მიზეზი საუდის არაბეთის მიერ გავრცელებული ცნობა იყო, რომლის მიხედვით, მსოფლიოში ნედლი ნავთობის უდიდეს ტერმინალზე დრონმა ზღვიდან თავდასხმა განახორციელა. სამეფოს განცხადებით, რას-ტანურას კარგად აღჭურვილი საცავი, რომლის ტევადობა 33 მლნ ბარელით განისაზღვრება, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა.  
●    The Wall Street Journal-ის თანახმად, General Electric $30 მლრდ-ზე მეტად შეფასებული გარიგების დადებასთან ახლოსაა. მისი თვითმფრინავების საიჯარო განყოფილება ირლანდიურ AerCap Holdings-თან გაერთიანდება. GE Capital Aviation Services, იგივე Gecas, და მისი კონკურენტი AerCap მსოფლიოში ამ პროფილის მქონე ორი უმსხვილესი ორგანიზაციაა, რომლებიც 3000-მდე თვითმფრინავს განკარგავენ. თავისი ორმაგი გადასახადის მიმზიდველი ხელშეკრულებების წყალობით, FYI Ireland თვითმფრინავების იჯარის გლობალური ჰაბად გვევლინება. საიჯარო თვითმფრინავების 60%-ზე მეტს ირლანდიური კომპანიები განკარგავენ.
●    კერძო სააქციო კომპანია Apollo Global-ისა და საპენსიო მომსახურების ფირმა Athene-ის ღირებულება იმ ინფორმაციის ფონზე იზრდება, რომლის მიხედვით, ისინი $11-მილიარდიანი გარიგების შედეგად გაერთიანდებიან. Apollo-ს აქციონერების მფლობელობაში კომბინირებული ორგანიზაციის დაახლოებით 76% (საბაზრო კაპიტალი - $29 მლრდ) გადავა. ამასთან, მას S&P 500-ის ინდექსზე ჩართვის საშუალება მიეცემა.
●    გუშინ, 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომელიც სათავეს 1900-იანი წლების დაწყებული შრომითი უფლებების მოძრაობიდან იღებს, გაერომ კი ოფიციალურად 1977 წელს მიიღო. ეს კარგი დროა იმისთვის, რომ ყურადღება  ცხოვრების ყველა სფეროში გენდერული პარიტეტის მიღწევაზე გავამახვილოთ, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური. მაგალითად, გლობალური მასშტაბით საბანკო ანგარიშის არმქონე სრულწლოვანთა შორის 56% ქალია. ყბადაღებული სახელფასო სხვაობის გარდა, კვლევების თანახმად, ქალები მამაკაცებს ფინანსური განათლების, საინვესტიციო ნდობისა და საფონდო ბირჟაზე ჩართულობის მხრივ ჩამორჩებიან. ასევე, პანდემიამ ზოგიერთი ქვეყნის სამუშაო ძალაში მონაწილეთა შორის გენდერული უთანასწორობა გააღრმავა.

აქტიური ETF-ებისადმი მადა იზრდება

Brown Brothers Harriman-ის 2021 წლის კვლევის მთავარი აღმოჩენა აქტიურად მართვადი გაცვლითი ვაჭრობის ფონდების (ETF) მიმართ მზარდი ინტერესია. მსოფლიოს 382 რესპონდენტის (მათში შედიან ფინანსური მრჩევლები, ინსტიტუციური ინვესტორები და ფონდის მენეჯერები) 65% ამბობს, რომ მომდევნო 12 თვეში  მოქმედი ETF-ების მიმართ გააქტიურებას გეგმავენ. 2020 წელს, ანალოგიური მაჩვენებელი 57%-ს უტოლდებოდა. ევროპაში, ,,აქტიური’’ ისეთ ინვესტორებს გულისხმობს, რომლებიც 2021 წლისთვის ,,კრიპტოვალუტისა” და ,,გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის” ETF-ებზე არიან ორიენტირებულნი.

აქტიური ETF-ს სექტორი ამჟამად გლობალური ETF-ის ბაზრის მხოლოდ 2,9%-ს ან $303 მლრდ-ს უტოლდება. ამერიკული ETF-ის ბაზარი მსოფლიოში ყველაზე დიდია და $8-ტრილიონიანი ინდუსტრიის 70%-ს შეადგენს, აქტიური ფონდები კი ამჟამად აშშ-ში აღრიცხული 2,390-მდე ETF-ს დაახლოებით 20%-ს მოიცავს. გასულ წელს ამ ტენდენციის გამოკვეთილი ლიდერი ქეითი ვუდის Ark Investment Management იყო, სადაც შეთავაზებული შვიდი თემატური ფონდიდან ხუთი აქტიური მართვის რეჟიმშია.

კვლევის სხვა მნიშვნელოვანი შედეგები:
●    გლობალური ETF-ინვესტორების 72% მომდევნო 12 თვის მანძილზე ფონდებისთვის გამოყოფილი სახსრების გაზრდას გეგმავს (გასულ წელს ეს რიცხვი 69% იყო).
●    ინვესტორების 80% წელს თემატური ETF-ებისთვის გამოყოფილ თანხას გაზრდის.
●    2020 წელს გარემოსდაცვით, სოციალურ და მართვის ETF-ებში რეკორდული $89 მლრდ შემოვიდა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი $28 მლრდ-ით განისაზღვრებოდა. ინვესტორების 56% ელოდება, რომ მოდევნო 5 წელიწადში მსგავსი პროფილის ETF-ებში ინვესტიციების, სულ მცირე 11% ექნებათ ჩადებული.
აქტიური, ნახევრადგამჭვირვალე ETF
BBH-ის კვლევაში ამერიკელი ინვესტორების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ისინი  მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ნახევრადგამჭვირვალე, აქტიური ETF-ების შეძენას აპირებენ, თუმცა დაახლოებით 5%-მა იქვე აღიარა, რომ არ იცის, რაზეა საუბარი. ამის მიზეზი ისაა, რომ ხსენებული მოდელი აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ვაჭრობის კომისიამ 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა. ამგვარი ფონდების მოქმედ მენეჯერებს შეუძლიათ თავიანთი ყველა ჰოლდინგი არა ყოველდღიურად, არამედ  თვიდან თვემდე, ან თითოეული კვარტლის მერე გაამჟღავნონ, რაც შეუძლიათ თავიანთი იდეების საიდუმლოდ შენარჩუნებას შესაძლებელს ხდის.

ასეთი ETF-ების მქონე უდიდესი ამერიკული ბრენდებია Fidelity, American Century და T Rowe. Invesco-მ პირველი ოთხეულის აღირცხვა ამა წლის იანვარში დაიწყო. ევროპული რეგულირების ორგანოები თვლიან, რომ გამჭვირვალობის მაღალი დონე სავალდებულოა, თუმცა ირლანდიის ცენტრალური ბანკი ამჟამად დიდ მოთამაშეებთან რეგულაციების პოტენციურად შეცვლის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Charles Schwab-ის სამეცნიერო ჯგუფმა ცოტა ხნის წინ აქტიური ნახევრადგამჭვირვალე ფონდები ,,საინტერესო მოვლენად” მოიხსენია, თუმცა აღნიშნა, რომ ინვესტორებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, სანამ ამ სფეროში უფრო დიდ გამოცდილებას დაიგროვებენ. მათ აღნიშნეს, რომ ასეთ ფონდებში გამოყენებული საინვესტიციო სტრატეგიების სპექტრი შეზღუდულია, რადგან სათანადო ფასიანი ქაღალდები აშშ-ის ბირჟაზე აღრიცხული, ვაჭრობა კი აშშ-ში საბაზრო საათებზე გათვლილი უნდა იყოს.

$163 მლრდ

ამდენით განისაზღვრება, თებერვლის საწყისი რიცხვებიდან დღემდე, ამერიკულ ბაზრებზე კაპიტალის საერთო ფონდებისა და ETF-ების შემოდინება. Goldman Sachs-ის თანახმად, ბოლო ათწლეულში ეს აქტივების მიხედვით მესამე ყველაზე დიდი, აბსოლუტურ დოლარზე გაანგარიშებით კი უდიდესი ხუთკვირიანი შემოდინებაა. საბროკერო ფირმამ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კერძო კაპიტალურ ფონდებში შემოდინების ტემპი წლის დასაწყისთან შედარებით დაჩქარდა. ამის საპირისპიროდ, თებერვალში საობლიგაციე ფონდებში ყოველკვირეული შემოსავალი დაახლოებით $10 მლრდ-ს აღწევდა, რაც იანვრის მაჩვენებელს 50%-ით ჩამორჩება.