საგამოძიებო უწყება ლაურა ღაჭავასთვის 500 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს
საგამოძიებო უწყება ლაურა ღაჭავასთვის 500 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

A+ A-

15:25 22/08/2019

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.

სხდომა 15:00 საათზე დაიწყო.

როგორც ლაურა ღაჭავამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

წინასწარი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით ლაურა ღაჭავასთვის გირაოს, 500 ათასი ლარის ოდენობით, შეფარდებას მოითხოვს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 21 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ლაურა ღაჭავას მიმართ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.