"აშშ დამატებითი სამხედრო დახმარებით ცდილობს ომის დინამიკა შეცვალოს"
"აშშ დამატებითი სამხედრო დახმარებით ცდილობს ომის დინამიკა შეცვალოს"

A+ A-

11:46 10/01/2023

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდებით, მათ შორის ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანებით, ცდილობს შეცვალოს საომარი მოქმედებების მიმდინარე დინამიკა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა.

პრაისმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმიამ "სისტემატურად აჩვენა თავისი სიმტკიცე“, ეს დინამიკის ერთ-ერთი სახეობაა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განმარტა,  უკრაინის ტერიტორიაზე ათასობით რუსი ჯარისკაცია და ამ ვითარებაში ვაშინგტონს სურს დაეხმაროს კიევს სიტუაციის შეცვლაში.

”რა თქმა უნდა, ეს არის დინამიკა, რომლის შეცვლასაც ჩვენ ვცდილობთ დამატებითი დახმარებით უსაფრთხოების სფეროში”, - აღნიშნა პრაისმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას საბრძოლო მანქანებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის.