უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

A+ A-

10:33 10/01/2023

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 112 470 (+710) ჯარისკაცი დაკარგა.            

 ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 10.01.2023-მდე: ტანკები - 3 084 (+11), ჯავშანტექნიკა - 6 154 (+7), საარტილერიო სისტემები - 2 073 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 434 (+0).    

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 217 (+0), თვითმფრინავი - 285 (+0), ვერტმფრენები - 275 (+3), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 1860 (+4), ფრთოსანი რაკეტები - 723 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 17 (+1).                       

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 4 817 (+8), სპეციალური ტექნიკა - 183 (+0).