მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი 11 იანვარს გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 11 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გამოიკითხება.
დღევანდელ პროცესზე ამერიკელი ექსპერტი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლახანი გამოიკითხა.
ასევე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, თუმცა მოსამართლე არევაძის თქმით, სხდომები ყოველდღიურად ფიზიკურად ვერ გაიმართება.
სხდომის პარალელურად კი საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია მიმდინარეობდა.