მეუფე იაკობი - კარგად იცოდნენ, ქართველ ხალხს აბრაზებენ ისინი რა
მეუფე იაკობი - კარგად იცოდნენ, ქართველ ხალხს აბრაზებენ ისინი რა

A+ A-

16:23 09/01/2023

ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს "ეეჭვება, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო უკეთესი გახდება".

"დამთავრდება ეს უსამართლო ომი უკრაინაში. მსოფლიო ომია ეხლა რაც არ უნდა თქვან, მთელ იარაღს რომ არ აძლევდნენ ხომ, რას იომებ, გინდ ვაჟკაცი იყო, ვერ იომებ, უთანასწორო ბრძოლა იქნებოდა. დამთავრდება ეს ომი და მსოფლიო უკეთესი გახდება? მე მეეჭვება და რატომ მეეჭვება - რამდენიმე ევროპარლამენტში ჩაბუდებული, ჩემთვის კარგად ნაცნობი დეპუტატები, რას უკეთებენ საქართველოს. რუსმა თუ 20%-ის ოკუპაცია გამიკეთა, მაგენი საქართველოს მომავალს უკეთებენ ოკუპაციას.

არ უნდათ, რომ მსოფლიო თანამეგობრობაში ვიყოთ. ვისზე ნაკლები ვართ, უკრაინელებზე? თუნდაც რომელი ქვეყნებიდანაც მაგენი არიან ბალტიისპირეთი თუ სხვა, ვისზე ნაკლები ვართ? ისტორიით, კაცობით და ყველაფრით. რას ერევიან ზედმეტად ჩემი ქვეყნის საქმეში ხო? კარგად იცოდნენ, ქართველ ხალხს აბრაზებენ ისინი რა", - განაცხადა მეუფე იაკობმა.