თელავში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ერეკლე II-ის გამზირზე მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და "ბატონის წყალთან" ჯერ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
თვითმხილველების თქმით, დიდთოვლობის გამო მძღოლს მანქანა მოუცურდა.