"სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომელიც ქმნის სიკვდილის საფრთხეს"
"სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომელიც ქმნის სიკვდილის საფრთხეს"

A+ A-

14:50 09/01/2023

ამერიკელი ექსპერტის, ნევროლოგ შაჰინ ემანუელ ლახანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს კრუნჩხვები, რამაც პაციენტი შესაძლოა, უცებად სიკვდილამდე მიიყვანოს.

როგორც ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე დისტანციური გამოკითხვისას აღნიშნა, სააკაშვილის სწორი მკურნალობა არ უტარდება და მისი მდგომარეობა სწრაფად მძიმდება.

"სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომელიც ქმნის სიკვდილის საფრთხეს. ამ მხრივ საყურადღებოა კრუნჩხვები, რომელმაც შეიძლება, მიიყვანოს პაციენტი უცებად სიკვდილამდე, თუ არ იქნება სწორი მკურნალობა. ამის საფრთხე არსებობს, რადგან მას არ უტარდება სწორი მკურნალობა.

რაც შეეხება დემენციას, მისი მდგომარეობა მძიმდება სწრაფად, დემენცია იწვევს მის ყოველდღიური აქტივობის დარღვევას, თავის მოვლა, შხაპი და ა.შ. ბოლო 8 თვის განმავლობაში მდგომარეობა მკვეთრად და სწრაფად დამძიმდა, ვინაიდან მას სწორი მკურნალობა არ უტარდება, მისი გამოჯანმრთელების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, მკურნალობა არის არაადეკვატური", - განაცხადა ლახანმა.

მისივე თქმით, როგორც ნევროლოპათოლოგი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის სერიოზული დაავადებები არის ხელისშემშლელი ფაქტორი მისთვის სასჯელის მოხდისთვის.