"ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი არაშეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას"
"ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი არაშეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას"

A+ A-

13:33 09/01/2023

მე ვთვლი, როგორც ნევროპათოლოგი, რომ მისი სერიოზული დაავადებები არის ხელისშემშლელი ფაქტორი მისთვის სასჯელის მოხდისთვის, - ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტმა, ნევროლოგმა შაჰინ ემანუელ ლაჰანმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სერიოზურად არის ავად.

"ყველაზე მძიმე დიაგნოზია დაუზუსტებელი დემენცია, რომელიც მას აქვს, ასევე, კრუნჩხვები. ასევე, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რაც მისთვის სიარულის ფუნქციის განხორციელებას ართულებს, გარდა ამისა, ხერხემლის სვეტის კისრის მიდამოში მალთაშუა დისკების მხრიდან ზუსრგისტვინის კომპრესია (ზეწოლა).

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტტრამვული სტრესული აშლილობა და ასევე, მასთან დაკავშირებით, ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი არაშეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას", - განაცხადა ლაჰანმა.

ამერიკელი ექსპერტის გამოკითხვა დისტანციურად თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.